ფორუმ-თეატრი სექტემბერში, ძირითადად, ონლაინ მუშაობდა. მოამზადა ვიდეოები, მონოლოგები სცენებიდან, ასევე საარქივო მასალა, სადაც წარმოდგენილია  ფორუმ-თეატრის მსახიობების ორი თაობა.

15 სექტემბრიდან განახლდა რეპეტიციები, მუშაობა ახალ სცენებზე, ამიტომ მსახიობები მოუთმენლად ელოდებიან ღია ცის ქვეშ ახალი წარმოდგენებით გამოსვლას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ შეხვედრებით დასრულდა ახალგაზრდებთან ხუთთვიანი სასწავლო კურსის შეჯამება. 20 სექტემბერს შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ქობულეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, 22 სექტემბერს კი - ახალგაზრდები თერჯოლის, სამტრედიის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებიდან.

ახალგაზრდული ცენტრების ლიდერებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. გაიმართა აქტიური დისკუსიები.

ასეთი იყო მონაწილეთა შეფასების ერთი ნაწილი:

„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ფონდ „სოხუმთან“ მჭიდრო თანამშრომლობა“.

„ძალიან აქტიური და ყოჩაღი ახალგაზრდები დავინახეთ, რომლებსაც შეუძლიათ აქტუალურ თემებზე ესაუბრონ თავიანთ თანატოლებს“.

„მე ვხედავდი, როგორი პასუხისმგებლობით ამზადებდა ჩემი შვილი დავალებას. ის კიდევ უფრო გააქტიურდა“.

„პრეზენტაციების საშუალებით ახალგაზრდებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს მნიშვნელოვანი თემები“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სექტემბერი საინფორმაციო შეხვედრებისთვის აქტიური გამოდგა: სხვადასხვა თემთან ჩატარებულ შეხვედრებში გამოყენებული იყო როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ფორმატი.

საინფორმაციო შეხვედრებიდან იდენტიფიცირებულ იქნა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რომელთა გადამისამართება მოხდა ფსიქოლოგთან და იურისტთან, საჭიროებიდან  გამომდინარე.

მთელი თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები თემში არსებული პრობლემების ადვოკატირების მიზნით ხვდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

საინფორმაციო შეხვედრები ათივე სამიზნე მუნიციალიტეტში ჩატარდა და მათ 158 ადამიანი დაესწრო. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქართველოს სახალხო დამცველმა კონფერენცია გამართა თემაზე „COVID-19 პანდემიის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“. მონაწილეთა შორის იყვნენ ამ სფეროს ექსპერტები.

ღონისძიების მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო სახალხო  დამცველის სპეციალური ანაგრიში, მესამე ნაწილი კი დაეთმო ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების საკითხზე მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებს. ამ ნაწილში სიტყვით გამოვიდა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია. მან ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ცხოვრებაში. ისაუბრა იმ ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლის ქალებს სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამებისადმი ხელმისაწვდომობაში; შეეხო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხს და სხვა აქტუალურ საკითხებს.

„ონლაინ ხმის მრიცხველის“ აპლიკაციის თაობაზე პროექტის პარტნიორმა ორგანიზაცია „იმედმა“ ზუგდიდში მცირე ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პირებთან შეხვედრები ჩაატარა.

ზოგიერთმა ახალგაზრდამ ადგილზევე შეავსო აპლიკაცია, რაც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ აუცილებლად ჩართავენ სხვებსაც, რადგან საინტერესო პროცესია მოქალაქეების ხედვის შეჯერება პარტიის პროგრამებთან. აპლიკაცია აქტიურია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეავსონ და ინფორმაცია გაუზიარონ ახლობლებს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხონის მუნიციპალიტეტში დაინერგა  ელექტრონული პეტიციის საპილოტე მოდელი. როგორი იყო მოსამზადებელი ეტაპი? როგორ მიმდინარეობდა მუშაობა? როგორია შედეგები?

სწორედ ამაზე მოუთხრობს მკითხველს პუბლიკაცია „ელექტრონული პეტიციის დანერგვა ხონის მუნიციპალიტეტში“. ეს არის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და მისი განხორციელება ასეთივე წარმატებით შეუძლია ყველა მსურველს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ეს იყო პროექტი, რომელმაც დიდი ცვლილებები მოიტანა რვა მუნიციპალიტეტში. პროექტი, რომელმაც ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებით მოაგვარა  მოქალაქეთა პრობლემები...

ორწლიანი აქტიური მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე საუბრობდნენ პროექტის მონაწილეები შემაჯამებელ კონფერენციაზე „ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის/PAR მონიტორინგში გურიაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - მიღებული გაკვეთილები“.

კონფერენცია ინტერმუნიციპალური იყო - პროექტში ჩართული 8 მუნიციპალიტეტის გარდა ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და მასმედიის წარმომადგენლები.

„მოქალაქეების ხმა ძალიან კარგად გვესმის თქვენი პროექტებით“, „თქვენი წარმატებული პროექტით შესძელით მთავარი - უწყვეტი დიალოგი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და პრობლემების იდენტიფიცირება, ეს მთავარი კომპონენტია  საჯარო მმართველობის რეფორმის პროცესში“ - აღნიშნეს ცენტრალური სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

კონფერენციამ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა პროექტის შედეგები და მიღწევები. 

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციაზე“ კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად -  კორცხელის ახალგაზრდული კლუბის, მომავალ მეწარმეთა კლუბის წევრებთან. ახალგაზრდებს ბევრი კითხვა ჰქონდათ და შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი ასაკის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა მათთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: მათ ადვილად შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ აპლიკაციით დაინტერესებული უფროსი თაობის ადამიანებს და მსგავსი პლატფორმების დახმარებით, რამდენიმე წელიწადში ისინი გააზრებულად მიიღებენ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ დაინერგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ეს ფონდი „სოხუმის“ მეორე აპლიკაციაა. პირველი  წარმატებით გაააქტიურა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - 70 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა პლატფორმით და მიიღო ინფორმაცია პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებზე.

უკვე დასრულდა მოსაზადებელი მუშაობა: დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები, შემუშავდა შეკითხვები და აისახა პოლიტიკური სუბიექტების პასუხები, მზადაა ვიდეორგოლი-ინსტრუქცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და კიდევ ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.

http://onlinemricxveli.ge/ - „ონლაინ ხმის მრიცხველი“ უკვე  ხელმისაწვდომია!

ახლა ჯერი ზუგდიდელ ამომრჩევლებზეა...

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები