ძალადობის ფორმები, იურიდიული ბერკეტები მსხვერპლთა დასაცავად და მოძალადის შესაჩერებლად, კონფლიქტი და მისი მართვა - ამ თემებზე ბაღდათის, წალენჯიხის და ვანის მუნიციპალიტეტების 60-მდე ახალგაზრდას ტრენინგები ჩაუტარდა ონლაინ პლატფორმაზე.

შეხვედრები ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მოზარდებს მიეცათ შესაძლებლობა, ღიად ემსჯელათ ძალადობასა და კონფლიქტზე. ჩანდა  მოტივაცია, ინტერესი, აქტიური ჩართულობა...

სამომავლოდ დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც გულისხმობს მიღებული ცოდნის  გაზიარებას მოზარდებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალ მაგიდას ონლაინ ფორმატში ესწრებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის,  პოლიციის წარმომადგენლები, პედაგოგები.

გაიმართა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის „მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის“ პრეზენტაცია. განიხილეს შემუშავებული რეკომენდაციები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაზე, ძალადობის იდენტიფიკაციაზე და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე. ასევე - საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

2021 წლის 5 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების” საკითხებზე ღია კარის დღე გამართა. ღია კარის დღე ემსახურება გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელს  და ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ზოლის სოფლებში მოქმედი,  ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფების ლიდერებს - მარიკა მეგრელიძეს (ფახულანი-წყოუში) და ნონა ბუკიას (ხურჩა), და ახალგაზრდა აქტოვისტს - მარი ნარმანიას (ზუგდიდი).

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკა გამახარია "პოლიტმეტრში" საუბრობს ადამიანურ უსაფრთხოებაზე, პანდემიის ფონზე წარმოქმნილ პრობლემებზე, მათ შორის, გალში ხანძრისგან დაზარალებულ, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა და დევნილთა საჭიროებებზე.

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. კიდევ ერთხელ მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში   იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების საჭიროებათა კვლევის მიგნებების განხილვა და შეირჩა  კონკრეტული პრობლემები, რომელთა ადვოკატირების ერთთვიანი კამპანიებიც ჩატარდება.

ადვოკატირების კამპანიას 7 ჯგუფი ჩაატარებს:- კოალიციის წევრი ორგანიზაციები და ქალთა საინიციატივო ჯგუფები.

იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელთა ადვოკატირებაც იწყება, არის   ახალგაზრდული სივრცის შექმნა გამყოფი ხაზის თემში, სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილთა ახალი განსახლების ადგილას, წყალმომარაგების, ამბუალატორიაში ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მუნიციპალური ღონისძიებების საკითხები.

ადვოკატირების ჯგუფებმა უკვე დაიწყეს კამპანიის მოსამზადებელი სამუშაოები და     საჭირო ინფორმაციის მოძიება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

2021 წლის 3 ნოემბერს, ქალთა ფონდის „სოხუმი”, თბილისის ოფისის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ საკითხებზე მომუშავე გენდერის თემატური ჯგუფის შეხვედრაში. გენდერული თემატური ჯგუფი აერთიანებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. მისი მიზანია საქართველოში  „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის ხელშეწყობა და ჯგუფის ცალკეული წევრების მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება, შესაბამისი მოქმედებების და ინტერვენციების შემუშავება და დაგეგმვა.

შეხვედრაზე ფონდის „სოხუმი“ წარმომადგენელმა, თავის კოლეგებთან ერთად, ისაუბრა რეზოლუცია 1325, სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგებზე და ძირითად მიგნებებზე, სადაც ხაზი გაუსვა ისეთ გამოწვევებს და მათზე რეაგირების აუცილებლობას, როგორიცაა - გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავება და ამოქმედება;

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი აქტიურად მუშაობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან ერთად. ორი ონლაინ ჯგუფური შეხვედრა გაიმართა ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ ქალებთან, ხოლო ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაციები ჩაუტარდა ქობულეთელ, წალენჯიხელ და ჩოხატაურელ ბენეფიციარებს.

ბაღდათის, სენაკის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ცოცხალი შეხვედრები მოეწყო - ესწრებოდა 29 ქალი. 

კიდევ: ფსიქოლოგის და იურისტის ინდივიდუალური კონსულტაციები ქუთაისელი ბენეფიციარებისთვის, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოთერაპია სარებილიტაციო ცენტრში, მუშაობა კრიზისული ოჯახების წევრებთან - ასეთი აქტიური იყო ოქტომბერი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

2021 წლის 27 სექტემბერს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის  წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ინფორმაციის გაცვლის შეხვედრაზე. შეხვედრის განხილვის თემას წარმოადგენდა: გალის რაიონში მიმდინარე "რუსიფიკაციისპროცესი",  გალის რაიონის ქვედა ზონაში მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლის შესაძლო აკრძალვის საკითხი და საქართველოს ხელისუფლების მიერ, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ხელშემწყობის მიზნით ინიცირებული ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების ეფექტიანობა.

15-25 ოქტომბერს ჩატარდა შეხვედრების სერია ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრებთან და სხვა ჯგუფებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ფონდი „სოხუმის“ და ქალთა სამშვიდობო კოალიციის პროექტით.

პროექტის მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს ადვოკატირების კამპანიებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ მიერ  გამოიკვეთა იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების  საჭიროებების კუთხით.

შეხვედრების მონაწილეებმა წარმოადგინეს იდეები, რომელთა პრიორიტეტიზაციის შემდეგ მოხდება ადვოკატირების გეგმების შედგენა და დაიწყება ადვოკატირების კამპანიები.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები