მომზადდა ახალი პუბლიკაცია: საჭიროებათა კვლევის მეორე ანგარიში: „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში -  კონსოლიდირებული ანგარიში“ (ქართული და ინგლისური ვერსიები).

კვლევის ძირითად ვექტორად განისაზღვრა ელექტრონული მომსახურების სარგებლიანობა და ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გამოვლენა. საჭიროებათა  პირველი კვლევა ჩატარდა 2020 წლის აპრილ-მაისში, მეორე - 2021 წლის  მაის-ივნისში.

კვლევის ჩატარებაში ჩართული იყო იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში მოქმედი 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

თერჯოლის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაზე ორწლიანი საქმიანობის შედეგები იყო წარმოდგენილი. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, რა გაკეთდა, სამოქმედო გეგმის რა ძირითადი საკითხები შესრულდა.

პირველ რიგში, ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთ, რაც ადრე არ იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც შესრულდა, ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვა. კონკურსის შედეგად მიღებულია პროექტები, რომლებზეც ტენდერი გამოცხადდა. თერჯოლისთვის საპროექტო ორი წელიწადი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონის სამუშაო ჯგუფმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა: ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ახალი ორგანიზაციების დარეგისტრირება, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორების აქტიური თანამშრომლობა, საჯარო რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგი, ცხელი ხაზის ამოქმედება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება, თვითმმართველობის ელექტრონული სერვისების გაუმჯობესება, ელექტრონული პეტიციის დანერგვა, ეთიკის კოდექსის შემუშავება...

ეს ძალიან დიდი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაა ხონის მუნიციპალიტეტისთვის.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ზუგდიდში ფონდი „სოხუმის“ ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან  ჩატარდა.

ახალგაზრდებმა დისკუსიის ფორმატი აირჩიეს და საკუთარი „დაკვეთაც“ გააჟღერეს პოლიტიკურ პარტიებთან: „სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული პროგრამები განახორციელონ“, „ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმს“, „სოფლებში არსებულ უფუნქციო ძველ შენობებში ახალგაზრდული სივრცეები მოაწყონ“, „კარგი იქნება ახალგაზრდებისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერა“. 

შეხვედრა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის დევნილ ქალთა ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სექტემბრის პირველ დღეებში კოალიცია „ქალები მშვიდობისათვის“ წევრმა ორგანიზაცია „მერკურმა“ ორი შეხვედრა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან. პანდემიის შეზღუდვების გამო იყო შერეული ფორმატი, როგორც ონლაინ, ისე - მოქალაქეთა მცირე ჯგუფებთან.

შეხვედრების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილი ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციაზე მიიღეს ინფორმაცია. ცდილობდნენ, გაერკვიათ მისი გამოყენების წესი. ზოგიერთებმა კი დაუფარავად გამოხატეს აგრესია საარჩევნო აქტივობის მიმართ.

მონაწილეთა ნაწილი ნაკლებად იცნობს პარტიების პროგრამას, თუმცა არჩევნებზე წასვლას აპირებს და მიაჩნია, რომ პლატფორმიდან მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები და მათი ინტეგრირების მნიშვნელობა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას. საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები წარედგინება ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ხელს შეუწყობს ქალებსა და ადგილობრივ პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულფასოვან წინასაარჩევნო კომუნიკაციას და გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკუთარ ამომრჩეველთა საჭიროებებზე შესაბამის უკუკავშირს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ 3-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების სემინარი.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გეგმის ლოკალიზაცია და მასში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სემინარზე მონაწილეობა მიიღო ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.

საშვებულებო პერიოდის მიუხედავად, აგვისტოში აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი.

ეს ციფრებშიც კარგად ჩანს:

ქალთა მხარდაჭერის 5 ცენტრში გაიმართა ონლაინ და ოფლაინ ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები 47 ბენეფიციართან.

ფსიქოლოგმა ჩაატარა მუშაობა სამ კრიზისულ ოჯახთან და ონლაინ ფსიქოთერაპია 16 ადამიანთან.

იურისტმა 4 ონლაინ და 3 უშუალი შეხვედრა მოაწყო ინდივიდუალურად.

ყველა მონაწილე კმაყოფილია საკონულტაციო მუშაობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამი შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

კოკი/ხურჩის ჯგუფთან შეხვედრაზე დაისვა საკითხი: კოკის თემში ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენებისა და გართობის ხელსაყრელი პირობების შექმნა.  ჯგუფმა შეიმუშავა და დაამტკიცა ადვოკატირების გეგმა და სექტემბერში დაიწყებს აქტიურ კამპანიას ამ კუთხით.

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირებიის კამპანიის შედეგად დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის დასუფთავება გადაწყვიტა სარეველა მცენარეებისა და ეკალ-ბარდებისგან. შეხვედრაც ამ საკითხს მიეძღვნა.

მესამე შეხვედრა გაიმართა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან. მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ ქვეგრანტის მხარდაჭერით დაფინანსებულ  პროექტზე ისაუბრეს.  პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები