ბაღდათში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „თანასწორობა ახლას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის ანალიზის დროს დაიდება. კვლევა ქალთა საჭიროებებს ეხებოდა და მისი რეკომენდაციები უნდა აისახოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში.

პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობა“ ხელმძღვანელმა გააკეთა ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება.

„ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება, რომ ოჯახის წევრების მისამართით აგრესიის გამოხატვა ძალადობის ფორმაა. ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებას დიდი დანიშნულება აქვს.“

„ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლი კი არა, მოძალადეც ვიყოთ.“

„ძალიან ხშირად, როცა შეხვედრაზე ვისმენ ძალადობის ისტორიებს, ვხედავ გამოსავალს, რა უნდა გავაკეთო ძალადობის წინააღმდეგ.  ამ საკითხზე დისკუსიები მოქალაქეებს უფრო ინფორმირებულს ხდის.“

ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ სენაკის, თერჯოლის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს. შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება და განიხილება ძალადობის  იდენტიფიკაციისა და პრობლემაზე რეაგირების საკითხები.

სტუმრები - ლანჩხუთის და ცაგერის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

მასპინძლები - ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და ახალგაზრდული ცენტრის წევრები, პედაგოგები.

და უჩვეულო ფორმატი - დებატები.

სტუმრებმა წარმოადგინეს წარმატებული მუშაობის პრეზენტაცია - ეთიკის კოდექსის შემუშავების და სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის კუთხით.

ხონის სამუშაო ჯგუფმა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს მცირე პროექტებში მუშაობის შედეგები, მონაწილეობა საჭიროებათა შეფასებაში.

ხონის მერმა სამუშაო ჯგუფის მიღწევებს გაუსვა ხაზი - მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზის, განახლებული ვებგვერდის და ელექტრონული პეტიციის ეფექტიანობაზე ისაუბრა. ყველაფერი, რაც გაკეთდა და რაც კიდევ არის დაგეგმილი, ხელს უწყობს საჯარო მმართველობის წარმატებულ რეფორმას.

ივლისის ცხელ დღეებში განსაკუთრებით აქტიურობს ფორუმ-თეატრი.

პირველი ვიზიტი ზუგდიდში შედგა, სადაც ახალგაზრდა მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ სცენებში და ძალადობის გარეშე მოაგვარეს წარმოდგენაში დასმული პრობლემა. დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდებს სურვილი გაუჩნდათ, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ნახონ პედაგოგებმა და მშობლებმა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა მსახიობების ჩასვლა ქობულეთში. აქ პირველად ნახეს ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და მაყურებელმა გაოცება ვერ დამალა ამ უჩვეულო ფორმატის გამო. აღინიშნა, რომ ამ ენაზე საუბარი საინტერესოა და დააფიქრებს ადამიანს...

კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის სხვადასხვა ასაკის  ქალებთან „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი - ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის“ გასაცნობად  მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

მონაწილეები გაეცნენ „ონლაინ ხმის მრიცხველის“ მნიშვნელობას, კითხვარის შევსების ინსტრუქციას. ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ გარემოს დაცვის, სასურსათო უსაფრთხოების და საბიუჯეტო პროცესებში ქალთა მონაწილეობის საკითხებით.

ამომრჩევლები ინტერესით ელოდებიან ონლაინ ხმის მრიცხველის პლატფორმაზე ადგილობრივი პოლიტიკური სუბიექტების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს.

ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დათა კუკავა. მან ისაუბრა მუნიციპალურ პროგრამებზე. აღნიშნა, რომ თვითმმართველობა თემში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას აპირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, დეპუტატმა ყურადღებით მოისმინა ქალების მიერ დასმული პრობლემები და მზად არის, ჯგუფს დაეხმაროს პრობლემათა ადვკატირების პროცესში.

საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ლიაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში. ჯგუფის წევრებმა აქტიურად იმუშავეს საპროექტო განაცხადის მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე და მოამზადეს ორი პროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც წარსდგება კომისიის წინაშე. დაფინანსების შემდეგ ახალგაზრდები პროექტის განხორციელებას შეუდგებიან.

„ქმარი ჩემზე თითქმის ყოველდღე ძალადობს, შეუძლებელია მასთან დარჩენა, წასასვლელი კი არსად მაქვს. რამე არსებობს, სადაც შემიფარებენ და ამ ჯოჯოხეთისგან მიხსნიან?“ - კითხულობს ერთი ქალი.

მეორე ქალი მეზობელ ოჯახზე დარდობს: „ჩემი გვერდითა მეზობლებისგან ხშირად გამოდის ყვირილის, ტირილის და ლეწვა-მტვრევის ხმა. ქმარი ცოლზე ძალადობს, მაგრამ ცოლი ძალიან დაუცველია. მაქვს უფლება ჩავერიო? რა ვიღონო? არ შემიძლია, ამ სცენების ყოველდღიურად მოსმენა“.

იქვეა პასუხები, რა ქნან, სადაა გამოსავალი.

არის ასეთი მიმართვაც:

ხარ ძალადობის მსხვერპლი? ან ხედავ ძალადობის ფაქტს? ეძებ დახმარებას?

საჭირო სივრცეში აღმოჩნდი!

აქ იპოვი ამომწურავ ინფორმაციას შენთვის საინტერესო საკითხებზე.

ხონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აქტიურად წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენება იმის თაობაზე, რაც უკვე გაკეთდა, რისი მიღწევაც შეძლეს მუნიციპალიტეტში: ცხელი ხაზის ამოქმედება, ვებგვერდის განახლება, ელექტრონული პეტიციის სისტემის დანერგვა, საჭიროებების შეფასება, საჯარო მმართველობის პროცესის სამი მონიტორინგი. თუმცა გასაკეთებელი ჯერაც ბევრია.

ახლა სამუშაო ჯგუფი მუშაობას იმაზე, რომ საკრებულოს წევრებისთვის მიიღონ დოკუმენტი ეთიკის კოდექსის ბრძანების საფუძველზე. ასევე მნიშვნელოვანია საკრებულოში დაწესდეს მოქალაქეთა მიღების დღეები.

აღსანიშნავია თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან ნდობა სამუშაო ჯგუფის მიმართ. ეს იგრძნობა  სამუშაო ჯგუფის ყოველ შეხვედრაზე, სადაც ყველა საკითხის განხილვაში აქტიურად არიან ჩართულები მერიისა და საკრებულოს წევრები.

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის და კოკი/ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა ჯგუფის შეხვედრებზე განიხილეს პრობლემები, რომლებიც  მუნიციპალიტეტში გენდერული საჭიროებების შეფასების კუთხით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა. ქალთა ჯგუფებმა ყველაზე აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელებენ.

სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მთავარი საკითხი საპროექტო განაცხადის დახვეწა იყო. ახალგაზრდებმა ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლეს, როგორ შეიძლება საინტერესო იდეა პროექტად გადააქციო. უკვე შედეგიც არის: მოამზადეს ორი პროექტი, რომელსაც მალე განიხილავს სპეციალური კომისია.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები