ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საქმიანობა,   მიმართული დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების მხარდაჭერისკენ:  აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის (ზუგდიდში) ადმინისტრაციასთან, პედკოლექტივთან, აღსაზრდელებთან თანამშრომლობით გაჩნდა მზაობა, სკოლის ბაზაზე მოეწყოს ახალგაზრდული სივრცე, რათა მოზარდებმა  არაფორმალურ გარემოში ჩაატარონ საინტერესო შეხვედრები, დისკუსიები, იფიქრონ სამეწარმეო უნარების განვითარებაზე.

პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ აქტივისტის, მარიამ ნარმანიას ხელმძღვანელობით ჩატარდა  შეხვედრები თემებზე: „ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები“, „ქალთა უფლებები“. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ და  სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით საინტერესო დისკუსიებიც გაიმართა.

 

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

- პანდემიურმა სიტუაციამ კიდევ უფრო გაართულა ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის, გაიზარდა კონფლიქტების განვითარების რისკები, ამიტომაც გახშირდა ძალადობა ოჯახში. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო შეხვედრებს  მოსახლეობასთან, ფსიქოლოგის ჩართულობას, - ამგვარი მოსაზრებები ჰქონდათ შეხვედრის მონაწილეებს თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, ზუგდიდის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მობილიზატორების აქტიურობით, თვითმმართველობის სოციალურ სამსახურებთან თანამშრომლობით, ადგილებზე მოხდა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება მსხვერპლთა დასახმარებლად.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

2021 წლის 11 ნოემბერს ონლაინ გაიმართა ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა. სხდომაში მონაწილეობდა როგორც ცენტრალური ხელისუფლების რელევანტური უწყებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის ძირითადი ინდივიდუალური მიღწევები და გამოწვევები, რაც თან ახლავს გენდერული  თანასწორობის, ქალთა და ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ მუშაობის პროცესს.

კომისიის სხდომას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეკატერინე გამახარიამ დისკუსიისას დამსწრეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება გაუზიარა და მოკლე დროის მიუხედავად, ყურადღება გადაუდებელ საჭიროებებზე გაამახვილა. კერძოდ:

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მომდევნო კვლევის ჩასატარებლად ემზადებიან. შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ იმსჯელეს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუს ჩატარების ტექნიკურ მხარეზე. განსაზღვრეს ონლაინ გამოკითხვასთან დაკავშირებული რისკები.

ჯგუფის წევრებს აქვთ კვლევის ჩატარების პრაქტიკა. გარდა ამისა, გაიარეს თემატური ტრენინგი ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების უნარ-ჩვევებზე. ეს გამოცდილება დაეხმარება მათ პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.

წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბების წევრებმა მორიგ შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზე იმსჯელეს. მათი მოსაზრებით,  16-დღიანი კამპანია კარგი შესაძლებლობაა ძალადობის მიმართ პროტესტის გამოსახატად, ორივე ახალგაზრდული კლუბი საერთაშორისო კამპანიას რამდენიმე აქტივობით შეუერთდება.

 პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ძალადობის ფორმები, იურიდიული ბერკეტები მსხვერპლთა დასაცავად და მოძალადის შესაჩერებლად, კონფლიქტი და მისი მართვა - ამ თემებზე ბაღდათის, წალენჯიხის და ვანის მუნიციპალიტეტების 60-მდე ახალგაზრდას ტრენინგები ჩაუტარდა ონლაინ პლატფორმაზე.

შეხვედრები ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მოზარდებს მიეცათ შესაძლებლობა, ღიად ემსჯელათ ძალადობასა და კონფლიქტზე. ჩანდა  მოტივაცია, ინტერესი, აქტიური ჩართულობა...

სამომავლოდ დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც გულისხმობს მიღებული ცოდნის  გაზიარებას მოზარდებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალ მაგიდას ონლაინ ფორმატში ესწრებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის,  პოლიციის წარმომადგენლები, პედაგოგები.

გაიმართა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის „მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის“ პრეზენტაცია. განიხილეს შემუშავებული რეკომენდაციები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაზე, ძალადობის იდენტიფიკაციაზე და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე. ასევე - საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

2021 წლის 5 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების” საკითხებზე ღია კარის დღე გამართა. ღია კარის დღე ემსახურება გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელს  და ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ზოლის სოფლებში მოქმედი,  ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფების ლიდერებს - მარიკა მეგრელიძეს (ფახულანი-წყოუში) და ნონა ბუკიას (ხურჩა), და ახალგაზრდა აქტოვისტს - მარი ნარმანიას (ზუგდიდი).

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკა გამახარია "პოლიტმეტრში" საუბრობს ადამიანურ უსაფრთხოებაზე, პანდემიის ფონზე წარმოქმნილ პრობლემებზე, მათ შორის, გალში ხანძრისგან დაზარალებულ, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა და დევნილთა საჭიროებებზე.

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. კიდევ ერთხელ მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში   იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების საჭიროებათა კვლევის მიგნებების განხილვა და შეირჩა  კონკრეტული პრობლემები, რომელთა ადვოკატირების ერთთვიანი კამპანიებიც ჩატარდება.

ადვოკატირების კამპანიას 7 ჯგუფი ჩაატარებს:- კოალიციის წევრი ორგანიზაციები და ქალთა საინიციატივო ჯგუფები.

იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელთა ადვოკატირებაც იწყება, არის   ახალგაზრდული სივრცის შექმნა გამყოფი ხაზის თემში, სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილთა ახალი განსახლების ადგილას, წყალმომარაგების, ამბუალატორიაში ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მუნიციპალური ღონისძიებების საკითხები.

ადვოკატირების ჯგუფებმა უკვე დაიწყეს კამპანიის მოსამზადებელი სამუშაოები და     საჭირო ინფორმაციის მოძიება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები